სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ნახვები: 513 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატზე, თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არის სექსისტური, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ხატია დეკანოიძის მსგავსად, კოლეგები დაიცვა იაგო ხვიჩიამ, მან მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატის მიმართ ბოდიში მოიხადოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პედესტალიდან ნუ ისაუბრებს. სპიკერმა ისიც თქვა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე თავად იღებს შენიშვნას, ვინაიდან დეპუტატისთვის გამოსვლა დროულად უნდა შეეწყვეტინებინა.

ამ განცხადებების შემდეგ სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება იყო იაგო ხვიჩიას, ირაკლი ქადაგიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა