კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს

ნახვები: 576 ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს, - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განუცხადეს.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით, დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან.

„ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ; ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს.

არასრულწლოვანთა დაცვის და სიძულვილის ენის რეგულირება აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის (AVMSD) არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა. გარდა ამისა, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად, საქართველოს კანონმდებლობა დირექტივის კონკრეტულ დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, ამ საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არაერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება და მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეიტანა. ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. როგორც ვიცით, საქართველომ ასეთი მუშაობის გაგრძელების ვალდებულება აიღო.

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს.

რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა