კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ნანა ტოხვაძე : განათლების მინისტრმა იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია

ნახვები: 576 ნანა ტოხვაძე : განათლების მინისტრმა იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია

“პატივცემულ მინისტრს, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, მოვართვით სიმბოლური საჩუქარი, მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია, -  „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი  და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროსთან სიმბოლურად საბჭოთა სიმბოლიკით მივიდა. 

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებში მხოლოდ ერთი, პოლიტიკურად სასურველი დირექტორობის კანდიდატები დატოვა, დანარჩენი კი პროცესების მიღმა დატოვა. 

მისივე თქმით, საჭიროა მინისტრისა და დირექტორობის კანდიდატების შეხვედრა. სწორედ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა განათლების სამინისტროში წერილი ჩააბარა.

"პატივცემულ მინისტრს, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, მოვართვით სიმბოლური საჩუქარი, მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია. პრაქტიკულად გააუქმა კანონით დადგენილი დირექტორთა არჩევის წესი და იმ სკოლებშიც კი, სადაც ორი და მეტი კანდიდატი იყო ასარჩევი, მას არ წარუდგენია ერთ კანდიდატზე მეტი. 

პრაქტიკულად, მან შეძლო, რომ არჩევნების მიღმა დაეტოვებინა არასასურველი კანდიდატები და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის გათვალისწინებით მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა სამეურვეო საბჭოებს. ახლა გამოდის და ჯუნგლიორობს სტატისტიკით თითქოს ასეთი რამ არ მომხდარა. 

მე მინდა დავტოვო წერილი და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ის დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც მოლოდინში იყვნენ, რომ კონკურენციის, სამართლიანობის პირობებში გახდებოდნენ დირექტორები, მოითხოვენ მასთან შეხვედრას და აუცილებელია გამოსწორდეს ეს შეცდომა, რომელიც მიგვიყვანას კატასტროფულ შედეგამდე. “ - განაცხადა ტოხვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა