პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია

ნახვები: 517 ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების შესახებ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასა და მმართველი პარტიის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის დაიწყო.

თინა ბოკუჩავა კანონპროექტის ფორსირებულად მოსმენის გადადებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, ეს კანონპროექტი ე.წ. რუსულ კანონს ძალიან ჰგავს.

„ვითხოვ, რომ ასეთი ფორსირებული მოსმენა არ იყოს ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის. ერთი საათის წინ რომ ჩატარდა ბიურო, არ არის მიზანშეწონილი, რომ ასე ფორსირებულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი კანონის განხილვა, რომელიც, დიახ, არის ე.წ. რუსული კანონისნაირი. საზოგადოებას აუხსენით რატომ გეშინიათ პროტესტის, რატომ გეშინიათ მშვიდობიანი პროტესტის?!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას მმართველი გუნდიდან ალუდა ღუდუშაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მორალური პიედესტალიდან საუბარი არ გაუვა.

„აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, „ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, ესენი ყველანი დემენციით არიან შეპყრობილები, მძიმე მეტალები აქვთ, ყველაფერი აქვთ და ზოგადად, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად ასდის. იმაზე რომ საუბრობდნენ, გვამის სუნი ასდისო, მას შემდეგ 2 წელია გრძელდება ხალხის შეურაცხყოფა. თუ ვინმეს პოლიტიკური გვამის სუნი ასდის, ასდის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამათი არავის ეშინია. თინა არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. თავისუფალიაო, რომ ამბობენ, ხომ იცით რაც, იგივეა ესეც. გაიარა, გამოიარა, ხუთი კარები აქვს, ორი კარები აქვს წავიდეს, წამოვიდეს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ თინას მორალური პიედესტალიდან ვასაუბროთ რაღაცები. სირცხვილია ადამიანი ხალხის სახელით გვესაუბრებოდეს, რომელიც არის სახე იმ რეჟიმის, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ტკბობაში იყვნენ. მორალი წაუკითხოს საკუთარ პარტიაში ვაშაძეებს და სხვებს და იმას, ორი წელია ხან ქართული რომ ავიწყდება და ხან ფრანგული. მონებზე საუბარი არ გაგივათ. უნდა ვიყოთ მშვიდად, ეს "ფარჩაკი", ხალხის მწამებელი პარტია ვერასდროს ეღირსება ხელისუფლებაში მოსვლას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა