სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის მიმართ პირდაპირი ზეწოლაა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია

ნახვები: 512 შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის მიმართ პირდაპირი ზეწოლაა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია

პირდაპირი შანტაჟია ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა.

„სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად დიდია ის უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის და მის მიერ დაწესებული წესების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, გუშინ და დღეს ვნახეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის ვნახეთ პრეზიდენტი, რომელიც მოუწოდებდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, რომ გადამდგარიყო. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს მანამ, სანამ მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის. რაც მოვისმინეთ, ეს იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკს უფუნქციოს გახდიდა. იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში 3 წევრი გადადგა, იქმნებოდა სწორედ იმის საფრთხე, რომ შეიძლება საბჭოს წევრების რაოდენობა დასაშვებ მინიმუმზე ქვემოთ ჩამოსულიყო და საფრთხე შეჰქმნოდა მის ფუნქციონირებას, პრეზიდენტი პირიქით დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს არ მოარგებდა მის რეგულაციას, ის ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა. ეს არის პირდაპირ ჩარევა კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს საქმიანობაში და პირდაპირი ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის უპატივცემულობას, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დაწესებული წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა