ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ

გიორგი ვაშაძე - ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის“

ნახვები: 573 გიორგი ვაშაძე - ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის“

„გამარჯვების პლატფორმამ" წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კამპანია - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ისინი არაერთ რაიონსა თუ სოფელში ჩავლენ.

„გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს - სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის აუცილებლად სჭირდება ევროკავშირი.

„ვიწყებთ კამპანიას - „ევროკავშირი საქართველოსთვის". ყველა სოფელში ჩავალთ და ასე, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ იმიტომ, რომ სოფლების გაძლიერებას სჭირდება სწორედ ევროკავშირი და სამუშაო ადგილებს და საქართველოში ხალხის დაბრუნებას სჭირდება ევროკავშირი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საიდანაც მოგვწერთ, ყველგან ჩამოვალთ და აღვმართავთ დროშებს.

ამ სოფლიდან ვიწყებთ მათ შორის იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" აქ, 2012 წლის მერე არჩევნები არ მოუგია. რუსეთი საქართველოში არასდროს არ იქნება და ყოველთვის ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ხშირად გვექნება მსგავსი სიმბოლური ღონისძიებები, ამით ჩვენ ევროპულ პარტნიორებსაც ვუგზავნით მესიჯს, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა