შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

„საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე

ნახვები: 558 „საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე

„საწოლებიც აღარ გვეყოფა, რაც მეტია პაციენტი, მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა," - განაცხადა დღეს, 25 ოქტომბერს, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია გოლიაძემ.

მისივე თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, პაციენტების აუცრელობის გამო კი მათი მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენი კლინიკა არის აბსოლუტურად გადატვირთული, არც დიდის ადგილი გვაქვს, არც - ბავშვის. ზოგადად, მდგომარეობა ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. პაციენტებზე, რომლებიც არიან კლინიკაში, არცერთზე არ შემიძლია ვთქვა, რომ არის საშუალო სიმძიმის - ყველა არის ჟანგბადდამოკიდებული.

დადგება ის დრო, რომ საწოლებიც აღარ გვეყოფა, რაც მეტია პაციენტი მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა," - განაცხადა გოლიაძემ.

შეგახსენებთ:

დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1942 შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა