მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

რუსეთის ქალაქ კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა

ნახვები: 572 რუსეთის ქალაქ კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა

კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვაიტი იტყობინება, რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, ის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს შეეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ხუთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო მინების ნამსხვრევებისგან“, -წერს გუბერნატორი თავის ტელეგრამ-არხში.

უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებდნენ, რომ გასული ღამით უკრაინის მიმართულებით კურსკიდან საბრძოლო დრონები იქნა გაშვებული.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა