პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ გიორგი ანწუხელიძისნაირ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე

ნახვები: 518 დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ გიორგი ანწუხელიძისნაირ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ეხმაურება.

ხუნდაძის თქმით, საქართველოს ისტორია ასეთ გმირებზე, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე დგას.

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ ასეთ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე. ჩვენი მიზანია, აღარასდროს დაგვჭირდეს ასეთი გმირების ისტორია, რათა მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა, მაგრამ თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირი ბევრი ეყოლება სამშობლოს. მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის და ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ქედს ვიხრი გიორგი ანწუხელიძის სულის წინაშე. დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს“, – წერს ხუნდაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა