ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს

ნახვები: 564 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს

უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი მოსკოვის თავზე, ექსპოცენტრის ზონაში დაეცა.

„დღეს, ღამით, მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ექსპოცენტრის ზონაში დაეცა, შენობას მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია. მსხვერპლი არ ყოფილა“, – წერს სობიანინი და აკონკრეტებს, რომ შემთხვევის ადგილზე ქალაქის საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა