პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - ანნა ფოტიგა

ნახვები: 518 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - ანნა ფოტიგა

ევროპარლამენტარი და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანნა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

ევროპელი დეპუტატის ტვიტერზე წერს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ფოტიგა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გაუშვას.

"ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა. 

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი გზა და მიზეზი არსებობს ამ სიტუაციის შეცვლისთვის, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით", - წერს ევროპარლამენტარი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა