პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მოთხოვნას

ნახვები: 518 ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მოთხოვნას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან… მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას“, – აცხადებს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე და აღნიშნა, რომ ამით განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით ზარალდებიან.

„რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა ყველაზე მეტად აზიანებს განვითარებად ქვეყნებს, და ვაფასებთ ისეთი ქვეყნების ძალისხმევას, როგორებიცაა რუმინეთი და მოლდოვა. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინული მარცვლეულის მიწოდებაზე მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა