უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საქართველოს საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ნახვები: 562 საქართველოს საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2023 წლის 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველო-რუსეთის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა