ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივან ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა

ნახვები: 564 ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივან ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა

ლისაბონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს, ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და CPLP-ის შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო გახდა CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან.

ამ მხრივ განსაკუთრებით გაესვა ხაზი CPLP-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე და ამ კონტექსტში აღნიშნა CPLP-ის წევრი ქვეყნების მხრიდან „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტები. მინისტრმა აღინიშნა, რომ ქართული მხარე ხელს უწყობს პორტუგალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, რისი დასტურიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის ცენტრის ფუნქციონირება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში, ისევე როგორც მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა