ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ნიკოლას სენდეროვიჩი - გამოვხატავ იმედგაცრუებას, რომ ჩაიშალა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება

ნახვები: 564 ნიკოლას სენდეროვიჩი - გამოვხატავ იმედგაცრუებას, რომ ჩაიშალა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რომ 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა.

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან გაიმართა შეხვედრა ვითარებაში გასარკვევად.

„უნდა გამოვხატო იმედგაცრუება, რომ ჩაიშალა და გაუქმდა ეს ღონისძიება. სხვათა შორის, პირადად ვაპირებდი შაბათს ამ ღონისძიებაზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი. მიგვაჩნია, გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება, არამედ თავისი უფლებების დემონსტრირების უფლება. როგორც ვნახეთ, ეს არ ყოფილა გარანტირებული. დღეს დილას გვქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან, რათა გავრკვეულიყავით, რა მოხდა, როგორ მოხდა. მე ვიყავი და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა