კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს - უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი

ნახვები: 575 უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს - უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თბილისში დაბრუნება სთხოვეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო.

„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მოუწოდეს, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“, – განაცხადეს დიპლომატიურ დეპარტამენტში.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა