უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კვირიკაძე კინოცენტრზე: ეს არ ეხება მარტო კულტურას - გვექნება ცენზურა, დავკარგავთ კინოს

ნახვები: 563 კვირიკაძე კინოცენტრზე: ეს არ ეხება მარტო კულტურას - გვექნება ცენზურა, დავკარგავთ კინოს

კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ ბოლო პერიოდში კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესების მთავარი საფრთხე კულტურის სფეროში ცენზურის გაჩენაა.

კვირიკაძის თქმით, ეს ყველაფერი ეროვნული მუზეუმიდან დაიწყო, რასაც სათანადო რეაგირება არ მოჰყვა და შესაბამისად, პროცესი გაგრძელდა.

"გამიხარდება თუ კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ამ პროტესტს იმიტომ, რომ ეს არ ეხება მარტო კინოს და კულტურას, ეს ყველა სფეროს ეხება, რომელიც ნელ-ნელა აუცილებლად გაიშლება და მასიურ ფორმას მიიღებს. აქ არ დამთავრდება იმიტომ, რომ აქ არც დაწყებულა. გვახსოვს, რომ ეროვნული მუზეუმით დაიწყო ეს და ეტყობა, საკმარისი რეაგირება არ მოჰყვა ამას და დღე უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. კინოს მრავალფეროვნებას დავკარგავთ, ეს არის ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშიშროება. გვექნება ცენზურა და რაც ვთქვი ადრეც - უბრალოდ კინოს გადაიღებენ ერთი ან ორი ადამიანის აზრის თანახმად და რეალურად, დავკარგავთ კინოს. რასაც ემსახურება კულტურა და კინო, რეალურად იმ ფუნქციას არ შეასრულებენ და ეს ჩვენი განვითარებისთვის იქნება ძალიან ხელისშემშლელი" - თქვა კვირიკაძემ.

"ბიაზი გასკდა"- ამ სახელწოდებით კინემატოგრაფებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, იწურება დრო, რაც მათ კულტურის მინისტრს შეხვედრისთვის მისცეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა