პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს

ნახვები: 521 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.

„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა