პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მამუკა მდინარაძე - უნდა შევძლოთ, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, გავერთიანდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ნახვები: 522 მამუკა მდინარაძე - უნდა შევძლოთ, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, გავერთიანდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ქვეყანამ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადიკალურ ოპოზიციას ისეთი აზრები აქვს, რომ ეს არის დამანგრეველი მათთვის, ეს სერიოზული პლუსი იქნება მმართველი გუნდისთვის, როდესაც მისი ხელისუფლების დროს იღებს ქვეყანა სტატუსს, სუბიექტურად აწყობს ეს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილს შეიძლება, არ აწყობდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება, არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ნაკლები საშუალება ექნება მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების. რა სიტყვების წყობითაც არ უნდა თქვან, უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული რაღაც სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი, წინ წაწევა. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის სარგებელი, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ნუ შეუშინდებიან ამ სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ ამის ირგვლივ და ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც მათი მხრიდან არის გახმოვანებული და აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, დავივიწყოთ. თუ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, შეიძლება, ამან ხელი არ შეუშალოს მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება უსათუოდ არის. უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ ყველა და ვთქვათ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რადიკალიზმი, არარელევანტური ოპონირება, პოპულიზმის საკითხების შემოტანა, პიარის ელემენტებით ბრძოლა სტატუსის წინააღმდეგ არ არის კარგი საქმე და ის საქმე, რომელიც რომელიმე ქართველმა უნდა აკეთოს. ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის შესასრულებლად. ეს იქნება ყველას მონაპოვარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა