ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე

ნახვები: 598 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე და სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება.

„არ უნდა იყოს ჩვენს კონტინენტზე არც გაყინული და არც ცხელი კონფლიქტები. ცოტა ხნის წინ ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ნატო, და პასუხი არის ძალიან მარტივი: როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ან ღია ომი, ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე, ასევე ჩვენი ჯარისკაცების იმედგაცრუებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ საჭიროა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალი.

„წელს არის გადაწყვეტილებების წელი, ზაფხულში ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე საჭიროა უკრაინის მკაფიო მიპატიჟების სიგნალი და უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს წევრობის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილება. პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის. უსაფრთხოების საფუძვლები მოლდოვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელარუსისთვისაც. ეს ყველაფერი ევროპული მშვიდობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა