უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის წასვლა დაადასტურა

ნახვები: 561 „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის წასვლა დაადასტურა

ფაბიო ფაზიოსთან ინტერვიუში აურელიო დე ლაურენტისი გამოემშვიდობა „ნაპოლის“ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის და ისაუბრა „ნაპოლის“ გეგმებზე, შესაძლო ცვლილებებსა და ხვიჩა კვარაცხელიას ძნელად გამოსათქმელ გვარზე.

„ლუჩანო სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ როცა ადამიანი მოდის შენთან და ამბობს, რომ კონტრაქტიც რომ ჰქონდეს, ერთი წელი დასვენება ურჩევნიაო, რას გააკეთებთ? ცხოვრებაში ყოველთვის გულუხვი უნდა ვიყოთ. მან კი გუნდისთვის ბევრი გაიღო და მადლობას ვუხდი. ის თავისუფალი ადამიანია და უბრალოდ გავუშვით.

33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება არა მხოლოდ ჩვენ აღვნიშნეთ. ბევრი ამერიკელიც ჩავიდა ნეაპოლში ამ ზეიმის სანახავად, ყველას უნდოდა სტადიონზე მოსვლა და განსაკუთრებული ატმოსფეროს შეგრძნება. ახლა კლუბს მთელს მსოფლიოში 83 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს.

რაც შეეხება საკადრო სიახლეებს – იაპონელი ფეხბურთელის დამატება გვსურს. ამ მიზნით ჩემს მეგობარს შევხვდი, რომელმაც აზიაში სკაუტი შემოგვთავაზა. ამავე დროს, მსურს, ნეაპოლში სოციალურ პროექტი განვახორციელო, რომ ფეხბურთში მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩავრთოთ. ვგულისხმობ მათ იმ ნაწილს, რომლებიც სმარტფონებითა და სოციალური პლატფორმებით თავს იბრუებენ. მათ ცნობილი საფეხბურთო პირების ჩართულობით, ფეხბურთისადმი ემოცია უნდა გავუღვიძოთ. ასევე მინდა, ვესაუბრო განათლების მინისტრს იმის შესახებ, რომ ბავშვებისთვის სამწვრთნელო კურსები ჩავატაროთ.

ვურჩიე თუ არა ვიქტორ ოსიმენის ნიღბის სერიულად დამზადება? ეს შესანიშნავი იდეაა მარკეტინგის თვალსაზრისით, რომელმაც მშვენიერი შედეგი მოგვცა – ეს არის ის, რაც ყველა ბავშვს სურს.

ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას ძნელად გამოსათქმელი გვარი აქვს? საერთოდ, მე „კვარას“ თქმით შემოვიფარგლები“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა