კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ოლაფ შოლცი - უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება

ნახვები: 576 ოლაფ შოლცი - უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება. ამასთან, კანცლერის თქმით, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის წინაღმდეგ ომში. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად გაწევრიანებით დასრულდება“, – აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, რადგან, სწორედ ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის წყალობით, ევროპაში დღეს მოქმედებს პრინციპები ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ურღვევობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევაზე ხალხთა უფლების შესახებ.

„ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ღრმა რწმენით ვიცავთ ამ პრინციპებს“, – განაცხადა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა