სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ანა წითლიძე - ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს

ნახვები: 516 ანა წითლიძე - ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს

ვიზიარებ იმას, რომ საპროტესტო მუხტი, მათ შორის საპროტესტო აქციები ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საპროტესტო მუხტს ხედავს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატს კითხვა დაუსვეს „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟი მოახდინოს.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ნებისმიერ საპროტესტო აქციას მიესალმება, თუმცა არ იცის, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

„ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნახულობს საპროტესტო მუხტს. საქართველოს ხელისუფლებას თუ რამის ეშინია, ეშინია საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეების. ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების პროტესტი.

„ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულია. ამიტომაც რეჟიმებს ცვლიან, მათ შორის, საპროტესტო აქციებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, დაახევინებს საქართველოს მოქალაქეების გაბრაზებული პროტესტი. ისეთი პროტესტი, როგორიც 7-8 მარტს იყო. როდესაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ უნდა გრძნობდეს, რომ თუ ის ისევ შეეცდება ძალაუფლების მიტაცებას, მაშინ საქართველოს მოქალაქეებისგან მძლავრ პროტესტს მიიღებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა