შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კითხვა არავის აქვს

ნახვები: 558 რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კითხვა არავის აქვს

სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს რაიმე სახის კითხვა. აქ წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელის მხრიდან, ასევე საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე საერთოდ ბუნებრივია, კითხვა არავის გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმებით და არა პოლიტიკური აღქმებით და შთაბეჭდილებებით.

„ჩვენ ახსნა-განმარტებებს არ ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი. ეს ყველასთვის ცხადია. კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო ვარშავაში დაუყოვნებლივ, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენი პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ექიმი როდესაც გვეტყვის, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტებით.

„ადამიანს თუ სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკა „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შეაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული ბუნებრივია, მიღებული იქნება შესაბამისი გადაყვეტილება.

მკურნალობაზე პასუხისმგებელი არის ექიმი ჩვენ არა, ჩვენ არ ვართ ექიმები. როდესაც ექიმი გვეტყვის რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა, ის გამოჯანმრთელდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე ეს ადამიანი გადის მკურნალობის კურსს და მოვუწოდებთ როგორც უშუალო მსჯარდებულ საკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ადამიანს, რომ ის სრულად დაემორჩილოს სამედიცინო რეკომენსაციებს და უმოკლეს ვადაში გამოჯანმრთელდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა