სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

გიორგი ვაშაძე - მოგვიწია, მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა, ხვალ გავასაჯაროებთ ახალ ფაქტებს და საზოგადოება დაინახავს, ვინ იდგა იმიტირებული „ქოლცენტრების“ უკან

ნახვები: 516 გიორგი ვაშაძე - მოგვიწია, მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა, ხვალ გავასაჯაროებთ ახალ ფაქტებს და საზოგადოება დაინახავს, ვინ იდგა იმიტირებული „ქოლცენტრების“ უკან

მიმდინარე კვირაში პარლამენტში კენჭისყრაზე უნდა დადგეს „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი. „ქართული ოცნება“ კენჭისყრის საბოტაჟს კვლავ თუ მოახდენს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ თვითონ დგანან „ქოლცენტრების“ უკან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვასაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძემ ოპოზიციას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა.

„ეს არის პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ინიცირებული კომისია. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, რამხელა დანაშაულებრივი სქემა აქვს „ქართულ ოცნებას“ აწყობილი, რომლითაც მდიდრდებიან თვითონ და საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ“, – განაცხადა გიორგი ვასაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხვალ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ახალ ფაქტებს გაასაჯაროებენ.

„მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, ვინ იდგა იმიტირებული „ქოლცენტრების“ უკან, რომლითაც ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება უნდოდათ; ადამიანების კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რეალურად ვინ დგას ვინმე მიხეილ არახამიას უკან, ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩვენ წინააღმდეგ, რათა შეებღალათ ჩვენი სახელი. ამას ყველაფერს ხვალინდელ სესიაზე გავასაჯაროებთ მტკიცებულებებით, სახელებითა და გვარებით.

საგამოძიებო ორგანოები როცა არ ატარებენ გამოძიებას, მოგვიწია, ამ მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა. საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებსა და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას „ქოლცენტრების“ უკან, მათ შორის, მათ კავშირს მიხეილ არახამიასთან და სხვა დანაშაულებრივ ჯგუფებთან, რომლებიც ძარცვავენ არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს.

„ქოლცენტრებს“ მსხვერპლი არ ჰყავს მხოლოდ ევროკავშირში. როგორც ჩვენ დავადგინეთ, ამ „ქოლცენტრებს“ მსხვერპლი ჰყავთ საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქეები ყველა მტკიცებულებას დაინახავენ, ნახავენ, რამხელა დანაშაულებრივ სქემებზე გვაქვს საუბარი. ტესტი ძალიან მარტივია – კომისიის საბოტაჟი თუ არის,  ეს კიდევ ერთი მტკიცებულება და აღიარებითი ჩვენებაა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს ითბობს „ქოლცენტრებზე“ და მილიარდებს ათეთრებს, ძარცვავს არა მხოლოდ ევროპელ პენსიონრებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა