უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თეა წულუკიანი - ის, ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე, ადეიშვილისგან უკეთესის მოლოდინი ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი მწარედ გაუცრუვდა

ნახვები: 561 თეა წულუკიანი - ის, ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე, ადეიშვილისგან უკეთესის მოლოდინი ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი მწარედ გაუცრუვდა

ის, ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

კერძოდ, წულუკიანმა კომენატრი გააკეთა ნიკა მელიას განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მისი გაგდება დაავალეს და მანაც შეასრულა ეს დავალება.

„ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორიც ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არიან, უკეთესის მოლოდინი არავის არ შეიძლებოდა, ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა