სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ნათია მეზვრიშვილი - არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

ნახვები: 513 ნათია მეზვრიშვილი - არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაციები, რადგან, პირველ რიგში, ეს არ შედის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესში. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ჰუმანიტარულ ჭრილში და დაიცალოს პოლიტიკისგან. სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა