უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ილია დარჩიაშვილი - უშიშროების საბჭოს იწვევს პრემიერი და ამას გააკეთებს ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საჭიროდ ჩათვლის, როდესაც იქნება შესაბამისი სიტუაცია და პირველ რიგში, საჭიროება

ნახვები: 562 ილია დარჩიაშვილი - უშიშროების საბჭოს იწვევს პრემიერი და ამას გააკეთებს ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საჭიროდ ჩათვლის, როდესაც იქნება შესაბამისი სიტუაცია და პირველ რიგში, საჭიროება

უშიშროების საბჭოს იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საჭიროებას ხედავს და ამის საჭიროება დგას. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, უშიშროების საბჭოს მოწვევის საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ „შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი“.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს მოწვევას როცა საჭიროდ ჩათვლის, ამას აუცილებლად გააკეთებს.

„ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, უშიშროების საბჭოზე მსჯელობის საგანი გახდეს. ეს არის საკითხი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს ის მასშტაბი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უშიშროების საბჭოს შეკრება. ამას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელზეც ჩათვლის საჭიროდ, როდესაც იქნება შესაბამისი სიტუაცია და პირველ რიგში, საჭიროება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა