ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

"თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს" - არახამია

ნახვები: 564 "თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს" - არახამია

რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა საქართველოშ თავის ელჩს - ამ კითხვას უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ასე პასუხობს: 

"პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არაა, ის ჟურნალისტია. და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში" - განაცხადა არახამიამ. 

"ჟურნალისტის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია... პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, მაგრამ არა", - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"..აღარაფერს ვამბობ ნიკა გვარამიაზე. ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მითუმეტეს თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე, ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით. 

...საქართველოს პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ ის შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ვფიქრობდით, ის საფრანგეთის მოქალაქეა და იქნებ გადაედგა პროევროპული ნაბიჯი, მაგრამ არა. მოკლედ რომ შევხედოთ და შევაჯამოთ რა არის ძალიან პრობლემატური - პირველ ადგილზეა აგენტების კანონი, მეორე ადგილზეა ნიკა გვარამიას პატიმრობა. არ შეიძლება ჟურნალისტი იყოს ციხეში. ეს გაუგონარია", - თქვა არახამიამ. 

 

mtavari.tv

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა