სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ულიამ ბერნსი - რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას

ნახვები: 529 ულიამ ბერნსი - რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად იქცეს. ეს განცხადება ულიამ ბერნსმა ტეხასში, რაისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

უილიამ ბერნსის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე, მათ შორის ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის კუთხით.

„რეალობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, ზოგიერთი თვალსაზრისით, ის დგას საფრთხის წინაშე, დროთა განმავლობაში გახდეს ჩინეთის ეკონომიკური კოლონია, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა ბერნსმა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გავრცელების შესახებ და მომხდარს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მომხდარის გამოძიებას აგრძელებს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა