პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

თეა წულუკიანი - ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობენ

ნახვები: 518 თეა წულუკიანი - ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობენ

ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობენ. გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე, ამიტომ ვითხოვთ მტკიცებულებებს, წესებით მოქმედებას და თანასწორუფლებიანობას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არის დღეს მთავარი მოთხოვნა.

„დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, რომ არაერთი ჩემი თანამემამულის აზრს გამოვხატავ, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას, ვისაც არ დაეზარება – მთავარია, არ დაეზაროს, იქნება ეს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი – გამოცდებს უწყობენ. თუკი ჩრდილოეთისგან მიჩვეული ვართ და დღემდე ვებრძვით მშვიდობიანი მეთოდებით, სამართლებრივი მეთოდებით სტრასბურგსა თუ სასამართლოში ოკუპაციას, ჟლეტას, სისხლს, ჰორიზონტის სხვა მხარეებიც არ გვაკლებენ გამოცდას.

გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე უარს და მის წინ დააყენებ მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ პროგრესისა და რეფორმების ჭრილში არიან ბევრად უკან, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ხალხია. გამოცდაა ასევე, როდესაც შენ ჩვენს ქვეყანას ეტყვი, რომ შენ არავინ და არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო ისე, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს, ვითხოვთ წესებით მოქმედებას, ვითხოვთ თანასწორუფლებიანობას. ეს იყო ქართველი კაცის მთავარი მიზანი მთელი მისი არსებობის მანძილზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი პარტნიორი, მეგობარი თუ მოკავშირე. ეს არის დღეს ჩვენი მოთხოვნა.

რაც შეეხება იმას, რომ მოვდივარ და გსჯი, თუ ბიჭები ხართ, დაგვხვდითო. ამ ქვეყანაში ბიჭებიც არიან და, სხვათა შორის, გოგოებიც, და ეს ყველაზე ტრაგიკულად გამოჩნდა სწორედ 9 აპრილს, როდესაც საქართველოს თავისუფლებისთვის სისხლი არა მხოლოდ მამაკაცებმა, არამედ პატარა გოგოებმაც დაღვარეს. ჩვენ ამ პატარა გოგოების საქმეს დღემდე ვაგრძელებთ და მინდა, ყველა დარწმუნებული იყოს, ჰორიზონტის რომელ მხარეშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა