ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

კახა კალაძე - ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში

ნახვები: 564 კახა კალაძე - ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში

თბილისის მერია საცობების შემცირების მიზნით, გმირთა მოედანზე ინფრასტრუქტურული ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, კვანძზე შუქნიშნის მოწყობა იგეგმება, რის შედეგადაც ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს.

კალაძის თქმით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.

„ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში. ერთ-ერთ პრობლემური კვანძია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი იყრის თავს და უბრალოდ გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევებით. მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია, სადაც საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის დიდი რაოდენობა იყრის თავს. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე, რაც გადადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ შეფერხებებს ქმნის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. წრიულზე ნაკადები ერთად იყრის თავს და ე.წ. ძაბრი ჩნდება, რაც გამტარუნარიანობის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე. დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც ნათლად მიუთითებს შერჩეული გადაწყვეტილების ეფექტურობაზე. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვეცდებით, რომ მოხდეს მათი დასრულება,“ -განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა