გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
მაკრონმა და ზელენსკიმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის საკითხები განიხილეს

გიორგი ვაშაძე - დღეს არის საერთო სახალხო შეკრება, აუცილებლად ვიქნები აქციაზე

ნახვები: 718 გიორგი ვაშაძე - დღეს არის საერთო სახალხო შეკრება, აუცილებლად ვიქნები აქციაზე

დღეს აქციაზე ვიქნები, ეს არ არის ერთი პარტიის აქცია, ეს არის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი პირების აქცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ბევრი არის ჩართული ამ ყველაფერში, ამიტომ ეს არის საერთო, სახალხო შეკრება. პირველ რიგში, 9 აპრილს ყოველთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. დიახ, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მეორე, დღევანდელ შეკრებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, რომ ვაჩვენოთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული პერსპექტივისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მესამე, ეს არის პატივისცემა ჩვენ გმირებთან მიმართებაში, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ამიტომ მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა