პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა

31.03.2023 ნახვები: 659

რაც არ უნდა მოქმედებები იყოს, რაც არ უნდა ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაროდ, არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების დაკვეთა და არ ხართ ობიექტური, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის წლიური მოხსენება მოისმინეს.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლეირება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გარღმავება.

„იცით, რამდენი გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით ნამშევარი. ვის ახსოვდა 2012 წლამდე ქალის უფლებები ან რა უფლებებზე, ქალზე ან კაცზე იყო საუბარი, თუკი რაიმე შეიძლებოდა, ამ მიმართულებით ყველაფერი გავაკეთეთ, თუკი რაიმე პროგრამის მორგება შეიძლებოდა, ამ დონეზეც ჩავედით და მოვარგეთ ქალთა გაძლიერების კონცეფციას. თქვენ ისაუბრეთ დღეს ამ მიმართულებით, დავიჯერებდი გულწრფელობას, რომ გეხსენებინათ ერთი წინადადებით მაინც დღეს ან წინა დღეებში ის ქალი ჟურნალისტები, რომლებიც ერთ შემთხვევაში გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი და მეორე ფიზიკური ძლადობის მსხვერპლი. მთავარი ერთი რამეა, რაც არ უნდა მოქმდებები იყოს, რაც არ უნდა ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაორდ, ქართული საოზგადოების დაკვეთა არ შეასრულეთ და არ ხართ ობიექტური, უკაცრავად, რომ ამაზე საუბრი მიწევს, მაგრამ თქვენ არ ხართ ობიექტური. „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლეირება, არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმაველებლი.  საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რთული გამოწვევის, რთული პერიოდის დროს და, სამწუხაროდ ეს ფიზიკური გადარჩენის არჩევანია და ამ არჩევანს გააკეთებს, შეძლება, გადარჩეს და ღირსებით, ეროვნული იდნეტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამისთვის ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნებს თავმოყვარეობას, ღირსებას, ორ ფეხზე მდგარი მყარად ივლის ევროპისკენ და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა