უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ღარიბაშვილი - რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, საუბარია კლინიკის იმავე ადგილას აშენებაზე

ნახვები: 562 ირაკლი ღარიბაშვილი - რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, საუბარია კლინიკის იმავე ადგილას აშენებაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს არც რთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საავადმყოფოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა