ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი

ნახვები: 709 ვოლოდიმირ ზელენსკი - ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი

ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მოქალაქეები გონებრივად შორს არ უნდა იყვნენ ომისგან, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით, ნამდვილი ბრძოლა ბევრი მოქალაქისთვის გეოგრაფიულად ძალიან შორს მიმდინარეობს.

„ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია სიმართლის გავრცელება აგრესიის შესახებ. ვისაც შეუძლია, შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელებზე, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები. რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ყველა ერისთვის, რომელსაც ემუქრება რუსული ტირანია. უნდა გავიგოთ, რომ ომის დასრულება წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა