სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ილია დარჩიაშვილი - 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან

ნახვები: 529 ილია დარჩიაშვილი - 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან

ევროკომისიისგან მიღებული 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან, რომელთა შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილტვით, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანული მედიის კითხვაზე, „12 პრიორიტეტს შორის არის დეოლიგარქიზაცია. პირველ რიგში, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი და ის, რომ ამ პიროვნებასთან აღარ არსებობდეს მნიშვნელოვანი კავშირები. რა კეთდება ამ თვალსაზრისით, რათა ევროსტრუქტურები დაარწმუნოთ იმაში, რომ ამ თვალსაზრისითაც მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება“, დარჩიაშვილმა განაცხადა:

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკომისიისგან, ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ საკითხის, ასე ვთქვათ, ამ გზის სხვანაირ პრიზმაში დანახვას და კონკრეტული ადამიანის მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ეს 12 პუნქტი, მათ შორის კანონიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელზეც, როგორც უკვე ვთქვით, სულ ახლახანს მივიღეთ ვენეციის კიმისიისგან დასკვნები, ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცესთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილიტვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა