მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

გოჩა მირცხულავა: გიორგი კეკელიძის არჩევანია იყოს დღევანდელობის ცოცხალი შემოქმედი და არა ზეზეული ცხედარი, ან ლეში

20.03.2023 ნახვები: 631

 „გიორგი კეკელიძესთან მიმართებაშიც მისი საქმიანობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი, საყვარელ საქმესთან ერთად, სწორედ ღირებულებითი არჩევანია იყოს დღევანდელობის ერთ-ერთი ცოცხალი შემოქმედი და არა ზეზეული ცხედარი, ან ლეში“, - ასე ეხმიანება ქართული საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მიერ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის, წინააღმდეგ მიმართულ ბულიგსა და ფსიქოლოგიურ ძალადობას ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

„გიორგი კეკელიძე არ მიცნობს, ამიტომ არ მოვნიშნავ, ისე არ გამოვიდეს თითქოს მჭირდება შემამჩნიოს. მის მორიგ ლანძღვას გადავაწყდი და ცუდი ადამიანი ვიქნები, რომ დავდუმდე. უბრალოდ მინდა ვთქვა - გიორგი კეკელიძის საქმიანობას დიდი ხანია ვადევნებ თვალს. საქმიანობას სწორედ, რადგან მისი შემოქმედება საერთოდ სხვა მსჯელობის საკითხია. და მისი საქმიანობის პრიზმაში ვიტყვი სწორედ, რომ გიორგიმ ბიბლიოთეკა გააცოცხლა. გარემო, სადაც სიჩუმე მოცემულობაა მჭექარედ საუბრობს, არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ მათ ავტორებზე, ადამიანებზე და საუბრობს ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის.

წიგნიერი ადამიანი ყოველთვის ემოციურია, ზოგი ამას უფრო მეტად გამოხატავს, ზოგიც ნაკლებად. წიგნიერ ადამიანს (ნაკითხი სხვა რამეა) შეუძლებელია სამართლიანობის საკუთარი სტანდარტი არ გააჩნდეს და ამ სტანდარტის ფარგლებში არ რეაგირებდეს მოვლენებზე - მოსაწონად თუ დასაწუნად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რეაგირებდეს და არ იყოს ზეზეული ცხედარი.

გიორგი კეკელიძესთან მიმართებაშიც მისი საქმიანობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი, ჩემი გადასახედიდან საყვარელ საქმესთან ერთად სწორედ ღირებულებითი არჩევანია იყოს ერთ-ერთი ცოცხალი შემოქმედი და არა ზეზეული ცხედარი, ან ლეში.

როდესაც ადამიანს მგლის ხროვა დაესევა და ამას უყურებ, თუ გაიქცევი კურდღელიც არ ხარ - ჩათლახი ხარ. მინიმუმ ჯოხს ან ქვას უნდა დასწვდე. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში საოცარია - ადამიანი ხარ! თუ გინდ მგლებმა დაგგლიჯონ ორივე და მთლად საოცრება თუ ორივენი გადარჩებით შენი ნასროლი ქვის, მოღერებული ჯოხის შედეგად, ან სულაც სასოწარკვეთილი ყვირილით დააფრთხობ მტაცებლებს.

და რა - სიმხნევე გიორგის და თანადგომა. ეს მას კი არ სჭირდება, თუმცა სჭირდება როგორ არა - რადგან კაცი კაცითაო ნათქვამია, მაგრამ ეს მისი თანადგომა ჩვენ გვჭირდება უპირველესად, იმისათვის, რომ ვიგრძნოთ საკუთარ თავში ადამიანი და ვიყოთ ცოცხლები და არა ცოცხლად მკვდრები...

P.S. ისე, ამ ახალგაზრდა კაცმა რომ ტვირთი და ჭაპანი ზიდა ქვეყნისთვის, თან წარმატებულად, ბარე ორი გამოეჯიბროს მისი ასაკის და იმავე ხარისხის წარმატებით.

მაგრამ რა საჭიროა წიგნი და განათლება, ხო?...“, - აცხადებს გოჩა მირცხულავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა