უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ხელოვნების ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

ნახვები: 562 ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ხელოვნების ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქის“ მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ობიექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა. სამუშაოების პირველი ფაზა დასრულებულია და მომდევნო ეტაპიც გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის, სტუდია, მოეწყო გამოფენა-გაყიდვის სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“. ასევე, ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო – „Eka Cast Agency“, რომელსაც მსახიობი და კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე ხელმძღვანელობს და მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას, სახელოსნო.

„ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის სპეციალისტები დაამზადებენ თოჯინებს, პატარა მაყურებლებისთვის კი გაიმართება თოჯინური სპექტაკლები. მათ ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ სახელოსნო და თავად გახდნენ თოჯინების შექმნის პროცესის მონაწილეები. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მეთოჯინის პროფესიის პოპულარიზაციას. პროცესის ორგანიზატორია თბილისის თოჯინების თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა საბაშვილი. ასევე, ტერიტორიაზე ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „Fest I Nova“-ს თბილისის ფილიალიც იქნება (სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის, მიერ 2007 წელს დაფუძნებულ ფესტივალს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულა“, ყოველწლიურად მასპინძლობს). სამუშაოების მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და ვორქშოპების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის. აღდგება მულტსტუდიაც. სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, იჯარის საფუძველზე, სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელოვანებს ექნებათ სახელოვნებო პროექტების განსახორციელებლად. მიმდინარე სამუშაოების გაცნობის დროს, კულტურის მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სამუშაოების ეტაპების, ვადებისა და საჭიროებების შესახებ.

გარდა ამისა, მინისტრი შეხვდა უკვე განთავსებული სტუდიების წარმომადგენლებს და დაათვალიერა ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო, სადაც სხვა მეთოჯინეების – თეა მინდაძის, ნანა ბედიაშვილის, მარინა ბიჭიაშვილის, რინალია მერინის – ნამუშევრებია განთავსებული. მათ კულტურის მინისტრს ამ მრავალმხრივი სივრცის შექმნისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ცნობილია, კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ოთხ ჰექტრამდე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის – ჩამოქცევის პირას მყოფი, 1920-იან წლებში აგებული ორი პავილიონის გადარჩენაზე მუშაობა. ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს წყლის, ელექტრო სისტემებისა და ეზოს მოსაპირკეთებელი, ასევე გამწვანების სამუშაოები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა