Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

რუსეთის დუმის სპიკერი - იანკებო, ხელები შორს პუტინისგან!

18.03.2023 ნახვები: 543

იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთი ისტერიკაშია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები რუსეთს არ ეხება.

ვოლოდინის მტკიცებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს ესმით, რომ „თუ არის პუტინი, არის რუსეთი“ და ამიტომაც „თავს ესხმიან მას“.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ“, - განაცხადა ვოლოდინმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა