სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

გია ვოლსკი - როგორც რუსეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია, სწორედ ისეა საგანგებოდ მნიშვნელოვანი რადიკალური ოპოზიციისთვის ვითარების დესტაბილიზაცია

ნახვები: 529 გია ვოლსკი - როგორც რუსეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია, სწორედ ისეა საგანგებოდ მნიშვნელოვანი რადიკალური ოპოზიციისთვის ვითარების დესტაბილიზაცია

როგორც რუსეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია და ქვეყნის დესტაბილიზაცია, სწორედ ისეა საგანგებოდ მნიშვნელოვანი რადიკალური ოპოზიციისთვის ვითარების დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა მუშაობდეს, თუმცა, მათ სხვა მიზნები აქვთ.

"ვითარების დესტაბილიზაციას რასაკვირველია, არ მოუხდება მუშაობა თუნდაც, დაპირისპირებული პოზიციების ფონზე, მაგრამ მუშაობა ჰქვია ამას, პოზიციების დაპირისპირება, რაზეც უნდა იმსჯელოს საბოლოოდ ჩამოყალიბებულმა ფორმატმა, რასაც ჰქვია ევროკავშირის სტრუქტურა. პოზიციის დაფიქსირება პროფესიონალურ დონეზე ხდება პარლამენტის შიგნით, დანარჩენი ხდება ქუჩაში იმ მეთოდებით რასაც ვანო მერაბიშვილი კარნახობს, გეგმავს და ახორციელებს. ეს არის განსხვავება, ერთ სტრატეგიას კარნახობს ევროკავშირი, მეორეს მიყვება "ნაცმოძრაობა" ვანო მერაბიშვილის მეთაურობით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა "ლელოს" დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დაიწყონ რეალური მუშაობა რეკომენდაციების შესასრულებლად და ნუ აფერხებენ იმ კანონპროექტების განხილვას, რომელიც "ლელომ" დააინიცირა. ვოლსკი აცხადებს, რომ "პრინციპულად არასწორია თქმა, რომ კანონპროექტი თაროზეა შემოდებული"

"არის რეგლამენტი და იმის მიხედვით განხილვის აუცილებლობაც არსებობს, მაგრამ ნუ დავამახინჯებთ რეალობას, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც განზრახ არ მიიღეს მონაწილეობა, რათა დესტრუქციის რეჟიმი შენელებული არ ყოფილიყო და ამ ყველაფერში "ლელოც" სერიოზულ მონაწილეობას იღებდა,"- აცხადებს ვოლსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა