უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ოსი სეპარატისტების ლიდერი ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ნახვები: 561 ოსი სეპარატისტების ლიდერი ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ოსი სეპარატისტების ლიდერი, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.

ეს პუტინისა და გაგლოევის პირველი შეხვედრა იყო. წინა დაგეგმილი შეხვედრა გაგლოევისთვის კოვიდ 19-ის დადასტურების გამო გადაიდო. 

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, ვინაიდან, “განსაკუთრებული ხასიათი აქვთ და ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც”.

“გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდამ 12% შეადგინა. თითქმის ყველა პროგრამა ვითარდება: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, სამხრეთ ოსეთის საკრედიტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამა”, - აღნიშნა პუტინმა.

გაგლოევის თქმით, “რესპუბლიკის ურთულეს მომენტებში” რუსეთი ყოველთვის გვერდში ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს.

“2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნა”, - განაცხადა გაგლოევმა.

შეხვედრისას გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის” აღსანიშნავად დაპატიჟა.

“წელს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ და, შესაძლებლობით რომ ვისარგებლო, გპატიჟებთ სახრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრის რანგში და თქვენ ადგილზე ნახავთ სამხრეთ ოსეთის ხალხის თბილ, ნათესავურ, მადლიერ დამოკიდებულებას”, - განაცხადა გაგლოევმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა