ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

„ნაციონალური მოძრაობა“ - ვანო მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, პარტიის პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი

ნახვები: 564 „ნაციონალური მოძრაობა“ - ვანო მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, პარტიის პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი
ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის საკუთარ პირად პოზიციებს აჟღერებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი ახმოვანებს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ სპეკულაციურ მსჯელობებს პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა