ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია

ამირან გამყრელიძე - ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

ნახვები: 465 ამირან გამყრელიძე - ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

შარშან საქართველოში „კოვიდ-19"-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანაში ორსულთა ვაქცინაცია შედარებით გვიან დაიწყო.

გამყრელიძის განცხადებით, ორსულებისთვის დაშვებულია „ფაიზერის," „მოდერნასა" და „ასტრაზენეკას" ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის.

რაც შეეხება ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში გამოიყენება, კოვიდვაქცინებს უწერიათ, რომ კვლევები ორსულებში არაა ჩატარებული და საქართველო ორსულებს ჩინური პრეპარატით ვერ აცრიდა.

„ფაიზერსა" და „ასტრაზენეკას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, პირველი დასახელების ვაქცინა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა, „ასტრაზენეკას" გამოყენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი 45 წელია, რაც რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.

„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა