რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა
მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში
მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს
რასა იუკნევიჩიენე - ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში

დაასრულე პანდემია!- სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან

19.08.2021 ნახვები: 1050

სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან. „დაასრულე პანდემია" ამ მიმართვის მქონე ჯგუფი "facebook"-გვერდზე სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

ინიციატორი და გვერდის შემქმნელი ნიკა რომანაძე, CNews-თან საუბრისას აცხადებს, რომ სურვილი აქვს, მოსახლეობისთვის გასაგები გახადოს ვაქცინაციის აუცილებლობა და ხელი შეუწყოს როგორც ექიმების საქმიანობას ასევე პანდემიის მალე დასრულებას.

„არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა ჯგუფი, რადგან ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არც ისე მაღალია და არ არის საკმარისი იმის თავის ასაცილებლად, რაც შემოდგომაზე გველის", - განაცხადა რომანაძემ.

ნიკა რომანაძე აცხადებს, რომ ჯგუფის შექმნის მიზანია, ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციის წახალისების მიზნით.

„ყველამ ერთად დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა რეგიონებში და აცრაში დავეხმაროთ მათ, ვისაც ვაქცინა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აღნიშნულ კამპანიაში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. მსურს გავერთიანდეთ და ჩვენსავე რეგიონში მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში", - აცხადებს ნიკა რომანაძე.

მისივე თქმით, ჯგუფში გაწევრიანებულ ვაქცინაციის მსურველ ადამიანებს, ისინი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, სხვადასხვა დახმარებასაც გაუწევენ.

„მსურს ჯგუფის აქტივობა გავზარდო და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება. მოიწვიეთ ყველა, ვინც ამ საქმეში წამოგვყვება და საკუთარ წვლილს შეიტანს, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური რესურსი. ნებისმიერი აქტივობა იქნება საჯარო, ნებისმიერ დაგეგმილ, გადადგმულ ნაბიჯს ერთობლივად განვახორციელებთ. ყველამ ჩვენს რეგიონში უნდა ვიმუშაოთ კამპანიის ეფექტურობისათვის.", - განაცხადა რომანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის იქნება.

„საინფორმაციო კამპანია იქნება მრავალფეროვანი, გამოვიყენებთ, როგორც ინდივიდუალური კონსულტაციებსა და შეხვედრებს, ასევე ვიდეოკლიპებს, სხვა აქტივობებს. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი რჩევაც", - განუცხადა CNews-ს ნიკა რომანაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა