ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

გიორგი ვაშაძე - ლევან იოსელიანს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, არ შეიძლება, სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკოსი

ნახვები: 441 გიორგი ვაშაძე - ლევან იოსელიანს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, არ შეიძლება, სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკოსი

ლევან იოსელიანს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც წარმოადგენს სამოქალაქო სექტორი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.

„ჩვენ ორმაგი სტანდარტით კი არ ვართ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კანდიდატები არ გვჭირდება და ოპოზიციის პოლიტიკური კანდიდატები გვაწყობს. სახალხო დამცველი პოლიტიკური არ უნდა იყოს, მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. იმავე სცენარის გამეორებაა, ჯერ იაგო იყო, ახლა ლევანია, მერე შეიძლება კიდევ სხვა იყო. სახალხო დამცველი არ შეიძლება, იყოს  პოლიტიკოსი. პოლიტიკისგან დაშორებული ადამიანი უნდა იყოს, ორჯერ ორი ოთხია. იმედი მაქვს, ეს ხუმრობა იყო და არა სერიოზული განაცხადი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა