ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 394 იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც.

გავრცელებული ცნობით, ნავზე, რომელმაც თურქეთის სანაპირო 23 თებერვალს იზმირიდან დატოვა, 200-მდე ადამიანი იყო. 80 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს, ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ეძებენ. კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან წყალმა ცხედრების დიდი ნაწილი სანაპიროზე გამორიყა.

სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ნავზე მიგრანტებთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც გადარჩენილი მიგრანტები ჰყვებიან, კონტრაბანდისტებს 7 500-დან 9 500-მდე დოლარი გადაუხადეს. ნავს გზაში ძრავაზე პრობლემები შეექმნა. მგზავრობის განმავლობაში მათ არ მიუღიათ საკვები. გადამყვანებმა მათ მხოლოდ სასმელი წყალი დაურიგეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა