კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით

ნახვები: 575 გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ძალიან მალე დადგება ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს.

 

მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინით ცხოვრობს.“

 

„დღეს ყველა უკრაინას თანაუგრძნობს, ვუყურებთ და თვალს ვადევნებთ, ერთი წელი შესრულდა რაც ეს ხალხი გმირულად დგას. რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს, ეს ფაქტია. დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“, - განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვალავ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

 

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, უკვე ხუთი თვეა ადამიანს მუდმივად სიცხე აქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ "დაგუგლეთ" და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, - განაცხადა ალასანიამ.

 

ალსანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა „აკერმანის იურიდიულ ჯგუფი” მეტი დამაჯერებლობისთვის დაიქირავა.

 

„ლობისტური კომპანია კი არა იმას ჩემთვის იურიდიული კომპანია ჰქვია, უკვე მასთან ვთანამშრომლობთ. არ ვიცით ვაპირებთ თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას, მე და ჩემს ძმას იმ ხალხთან კონტრაქტი გვაქვს. მე მათი კმაყოფილი ვარ, ისინი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. უკმაყოფილო ვარ იმით, რაც აქ ხდება და ყველა კოლექტიურად რომ იღებთ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობას. ძალიან მიკვირს, რომ კლავთ იმ ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო აგიშენათ. მეტი დამაჯერებლობისთვის დავიქირავეთ, საჭიროა იმიტომ, რომ აქ არავის აღარ აქვს ნდობა, ხომ ხედავთ. ეს გვჭირდებოდა მეტი დამაჯერებლობისთვის“, - დასძინა ყოფილი პრეზიდენტის დედამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა