ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

BBC - რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა

ნახვები: 372 BBC - რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს.

ტომსკში ადგილობრივებმა მოაწყვეს უკრაინისადმი სოლიდარობის ერთგვარი მემორიალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის იმ რაიონებში, სადაც შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო აქციები, პოლიციაა მობილიზებული.

ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავდა. პიკეტის მონაწილე დააკავეს ვლადივოსტოკშიც. მას ხელში ეკავა პლაკატი – „არ იომოთ“. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე აქტივისტი პოლიციის განყოფილებიდან უკვე გაათავისუფლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა