სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

სანდრო რაქვიაშვილი - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დროულია

ნახვები: 515 სანდრო რაქვიაშვილი - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დროულია

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დროულია. კარგია, რომ ვეტო დაედო, რადგან არ შეიძლება, კანონები კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ ვწეროთ, თუნდაც ეს ნათია თურნავა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ცვლილებების მომზადება დაუშვებელი იყო.

„ეროვნული ბანკი იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომ ელემენტარული პატივისცემა უნდა იყოს წესრიგის მიმართ. კანონები იმის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს, რომ ამის დანიშვნა კარგია და იმის გაშვება უხერხულია. კანონის მთელი არსი ისაა, რომ ნათია თურნავა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნონ და ასე კანონები არ იწერება. ნათია თურნავას როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს და შეიძლება ეროვნული ბანკის ყველაზე კარგი პრეზიდენტი აღმოჩნდეს, მაგრამ ასე კანონების წერა არ შეიძლება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა